06 ოქტომბერი 2024,   12:24
ვრცლად
ირანში საპროტესტო აქციები მსხვერპლითა და მასშტაბური არეულობით დასრულდა

ირანში საპროტესტო აქციები მსხვერპლითა და მასშტაბური არეულობით დასრულდა.

დაპირისპირების შედეგად, ქალაქ დორუდში ორი ადამიანი დაიღუპა. მათ სამართალდამცველებმა ესროლეს.

ანტისამთავრობო დემონსტრაციები ირანის ქალაქებში უკვე სამი დღეა, მიმდინარეობს. მომიტინგეები წვავენ პლაკატებსა და პოლიციის ავტომობილებს, ასევე არბევენ სამთავრობო შენობებს.

აქციებზე თავდაპირველად ცხოვრების მძიმე პირობებსა და კორუფციას აპროტესტებდნენ, თუმცა, მოგვიანებით პოლიტიკური მოთხოვნებიც გაჟღერდა. დემონსტრანტები ირანის სულიერი ლიდერის აიათოლა ალი ჰამენეის გადადგომას ითხოვენ.

ეს ირანში 2009 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური საპროტესტო გამოსვლებია. ხელისუფლება მათ ორგანიზებაში კონტრ-რევოლუციონერებსა და უცხოელ აგენტებს ადანაშაულებს.

დღის ამბები