07 მაისი 2024,   02:49
ვრცლად
მაია ნიკოლეიშვილმა თემირლან მაჩალიკაშვილის საძინებელი დაათვალიერა

დამოუკიდებელმა ექსპერტმა, მაია ნიკოლეიშვილმა პანკისში, თემირლან მაჩალიკაშვილის საცხოვრებელი სახლი დაათვალიერა, სადაც ახალგაზრდა სპეცოპერაციის დროს მძიმედ დაჭრეს. ნიკოლეიშვილი პროცესში ოჯახის მოთხოვნის საფუძველზე ჩაერთო.

მაია ნიკოლაიშვილის განცხადებით, მას შემთხვევის ადგილზე საკმარისი მტკიცებულებები დახვდა სპეცრაზმელის მიერ ახალგაზრდის მისამართით განხორციელებული სროლის ტრაექტორიის დასადგენად.

მისივე თქმით, იმის გამო, რომ მაჩალიკაშვილს სტატუსი ჯერ არ მინიჭებია და მას პროკურატურის მიერ წარმოებულ სამუშაო ნაწილთან წვდომა არ აქვს, უცნობია რა დრო დასჭირდება შედეგების შესაჯერებლად.

„ის რაც მაინტერესებდა რაც ყველაზე მეტად რაც სროლის ტრაექტორიას უჩვენებს, ის შენარჩუნებულია, სისხლის კვლები შენარჩუნებულია. ამოღებულია ბალიში და ლეიბები. სიმართლე გითხრათ ეს ჩემთვის საკმაოდ ინფორმატიულია, რაც ადგილზე დაგვხვდა,“ -განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა. 

 

დღის ამბები