19 მაისი 2024,   06:02
ვრცლად
59 წლის მამაკაცის მკვლელობის ბრალდებით გერმანიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

59 წლის მამაკაცის მკვლელობის ბრალდებით გერმანიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს. შემთხვევა ქალაქ ულმ-ში მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, 39 წლის ქართველი რუს მეუღლესთან ერთად მოქმედებდა.

"მთავარი ეჭვმიტანილები ქალაქ ულმიდან არიან, ისინი აქ წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ. დაკავებულია 39 წლის ქართველი მამაკაცი და ასევე, მისი 46 წლის რუსი მეუღლე. დაკითხვის დროს გამოიკვეთა საკმაოდ ბევრი ურთიერთგამომრიცხავი ფაქტი, განსაკუთრებით დაკავებული ქართველის ჩვენებაში. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები და ჩვენენებები კიდევ უფრო გვაფიქრებინებს, რომ მან დანაშაული ჩაიდინა," - განაცხადა ქალაქ ულმის პოლიციის პრესსპიკერმა ვოლფგანგ იურგენსმა. 

ბინის გაქურდვისას ბოროტმოქმედებმა სახლის მეპატრონე სასტიკად სცემეს და მიყენებული დაზიანებებისგან ის საავამდყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა. შემთხვევას ასევე შეესწრო მოკლული მამაკაცის 91 წლის დედაც.

გამოძიებას აქვს ეჭვი, რომ დაკავებულებს გარდაცვლილის ოჯახთან ნაცნობობა აკავშირებდათ. პოლიციელები ამ დრომდე ეძებენ მოპარულ ნივთებს და ძვირფასეულობას.

"გამოძიება ფიქრობს, რომ დაკავებული ქალი პირდაპირ ნაცნობობაში იყო მსხვერპლთან და ეს ოჯახი მათ შემთხვევით არ შეურჩევიათ. გვაქვს მტკიცებულება, რითაც დასტურდება, რომ 46 წლის ქალს მსხვერპლის ოჯახთან მჭიდრო კავშირი ჰქონდა და ამ სახლშიც წლების განმავლობაში არა ერთხელაა ნამყოფი, შესაბამისად იცოდნენ სად შედიოდნენ და რომ ღირდა ამ სახლის გაქურდვა," - აცხადებს ქალაქ ულმის მთავარი პროკურორი მიშელ ბიშოფბერგერი. 

დღის ამბები