21 ოქტომბერი 2020,   16:33
ვრცლად
ბრიტანული პოპ ჯგუფი Spice Girls კვლავ ერთიანდება

ბრიტანული პოპ ჯგუფი Spice Girls კვლავ ერთიანდება. სოციალური მედიით გავრცელებული ცნობა ბენდის წევრებმა უკვე ერთობლივი განცხადებით დაადასტურეს.

მომღერლები 2012 წლის შემდეგ პირველად შეხვდნენ ერთმანეთს და ახალ პროექტებზე მუშაობა გადაწყვიტეს. ბოლოს Spice Girls თაყვანისმცემლების წინაშე ერთობლივად სწორედ 2012 წელს, ოლიმპიური თამაშების დახურვის ცერემონიაზე წარდგა.

მათი სიმღერები განსაკუთრებული პოპულარობით 1990-იან წლებში სარგებლობდა. ჯგუფი 6-წლიანი თანამშრომლობის შემდეგ დაიშალა.

 

 

 

Love my girls!!! So many kisses!!! X Exciting x #friendshipneverends #girlpower

A post shared by Victoria Beckham (@victoriabeckham) on Feb 2, 2018 at 8:27am PST

დღის ამბები