26 აპრილი 2024,   15:09
ვრცლად
ინტენსიურად ვატარებთ საგამოძიებო მოქმედებებს - შს მინისტრის მოადგილე ლომთათიძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაზე

ლომთათიძის ქუჩაზე 40 წლამდე მამაკაცის მკვლელობასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ განცხადება გააკეთა. ნათია მეზვრიშვილის თქმით, მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებები. 

„გამოძიება ლომთათიძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 236-ე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვის მუხლით. ინტენსიურად ვატარებთ საგამოძიებო მოქმედებებს და ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებებს. როგორც კი დანაშაულის ჩამდენი პირის იდენტიფიცირება და დაკავება მოხდება, საზოგადოებას დაუყოვნებლივ შევატყობინებ,“ - აცხადებს ნათია მეზვრიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ლომთათიძის ქუჩაზე 40 წლამდე მამაკაცი ნიღბიანმა პირმა ჩაცხრილა. დავით ქმოსტელს, მეტსახელად "ძივითას" თავდამსხმელმა სახლის ეზოში ესოლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები