14 ოქტომბერი 2024,   21:32
ვრცლად
ვანდალიზმის კვალი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე - ნარიყალას ციხის კედლებიდან ძველი ქართული აგური  ამოიღეს

ნარიყალას ახალ იერსახეს ვანდალიზმის კვალი ეტყობა. უძველეს ციხესიმაგრეს საძირკველი გამოუთხარეს და არქეოლოგებისთვის საინტერესო აღმოჩენები ახლა ღია ცის ქვეშ, ნანგრევებშია მოყოლილი. მძიმე ტექნიკით, ადამიანთა ჯგუფი ამ ტერიტორიაზე დაახლოებით 1 კვირის განმავლობაში თხრიდა და ამტკიცებდა, რომ ძველი ქართული აგური, სხვა ეკლესიის ასაშენებლად სასულიერო პირების თხოვნით მიჰქონდა.

„კურიერმა“ გაარკვია, რომ სამშენებლო მასალა სასულიერო პირებს ნარიყალადან აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ეკლესიაში გადაჰქონდათ. აქ ამჟამად სამშენებლო სამუშაოები საქართველოს საპატრიარქოს დავალებით მიმდინარეობს.

ტერიტორია ნარიყალასთან, სადაც ქართული აგურის მოპოვების მიზნით, ძველი ნაქალაქარი ნადგურდებოდა, ახლა კერძო საკუთრებაა და ის შპს „კაზმას“ ეკუთვნის. კომპანიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ჩატარებული სამუშაოების შესახებ არაფერი იცოდნენ.

თბილისის ისტორიულ ნაწილში სამუშაოები ისე მიმდინარეობდა, რომ ამის შესახებ არაფერი იცოდნენ თბილისის მერიაში. კალაძის უწყებაში ამტკიცებენ რომ უნებართვო სამუშაოების გამო მათ კომპანია „კაზმა“ დააჯარიმეს და სამუშაოები შეაჩერეს,

ოპოზიციას და სამოქალაქო სექტორს არ სჯერა, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის საძირკველი ისე გამოითხარა, რომ მერიამ არაფერი იცოდა.

დღის ამბები