19 მაისი 2024,   04:13
ვრცლად
სლოვაკეთის პრეზიდენტი სამთავრობო ცვლილებებისა და ვადამდელი არჩევნების ინიციატივით გამოდის

სლოვაკეთის პრეზიდენტი სამთავრობო ცვლილებებისა და ვადამდელი არჩევნების ჩატარების ინიციატივით გამოდის. ანდრეი კისკა აცხადებს, რომ ცნობილი ჟურნალისტის მკვლელობის გამო ხელისუფლებამ საზოგადოების ნდობა დაკარგა.

მის დასაბრუნებლად კი ცვლილებებია საჭირო. პრეზიდენტი ამ საკითხზე პოლიტიკურ პარტიებთან მოლაპარაკების დაწყებას გეგმავს.

ანდრეი კისკას ინიციატივას არ ეთანხმება პრემიერ-მინისტრი, რომელიც აცხადებს, რომ სამთავრობო ცვლილებები 2016 წლის დემოკრატიული არჩევნების შედეგების უარყოფას გულისხმობს.

მისივე თქმით, პრეზიდენტის განცხადება ნიშნავს, რომ ის ოპოზიციის მხარესაა, რომელიც ასევე, ვადამდელი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს.

დღის ამბები