17 ნოემბერი 2024,   14:46
ვრცლად
ანტონი დევისი: 140 მილიონი 5 წელიწადში

 „ესოშიეიტედ პრესის“ ინფრორმაცით ანტონი დევისი „ნიუ ორლეანთან“ ახალ კონტრაქტს გააფორმებს. შედეგად, ის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ყველაზე მაღალანაზღაურებადი კალათბურთელი გახდება.

ხელშეკრულების მიხედვით, 22 წლის კალათბურთელი 5 წლის განმავლობაში 140 მილიონ დოლარზე მეტს მიიღებს. ძველი ხელშეკრულება, რომელსაც მან ხელი 2012 წელს მოაწერა, ერთ წელიწადში იწურება.

შეთანხმების მიღწევით კმაყოფილია „პელიკანსის“ მწვრთნელი ელვინ ჯენტრი. „ის ჩვენი საუკეთესო კალათბურთელია და ჩვენ მის გარშემო ვაპირებთ ძლიერი გუნდის შექმნას“, - განაცხადა ჯენტრიმ.

ენტონი დევისი გასული რეგულარული სეზონის განმავლობაში საშუალოდ ერთ თამაშში 24.4 ქულას, 10.2 მოხსნას და 2.9 დაფარებას აგროვებდა.

დღის ამბები