17 ნოემბერი 2024,   14:25
ვრცლად
მიულერისთვის მანჩესტერის ინტერესი დიდი პატივია

 ტომას მიულერის თქმით, ის აუცილებლად განიხილავს ინგლისური კლუბის წინადადებას.

„როდესაც შენი შეძენით დიდი კლუბია დაინტერესებული, მის შეთავაზებას ავტომატურად განიხილავ. ჩემთვის „მანჩესტერის“ ინტერესი დიდი პატივია. თუმცა, მე „ბაიერნში“ ბედნიერი ვარ და ხელშეკრულება 2019 წლამდე მაქვს გაფორმებული“, - განაცხადა მიულერმა.

ბავარიელმა ნახევარმცველმა ისაუბრა ბასტიან შევაინშტაიგერის მომავალზეც, რომლის შეძენითაც ასევე „მანჩესტერია“ დაინტერესებული. მიულერის თქმით, მას სურს შვაინშტაიგერთან ერთ გუნდში რაც შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში ითამაშოს და იმედოვნებს, რომ გერმანიის ნაკრების კაპიტანი გუნდში დარჩება.

დღის ამბები