„რეალმა“ იკერ კასილასის შეძენის შესახებ „პორტუსგან“ ოფიციალური წინადადება მიიღო.
ესპანური ტელეარხის TVE-ს ინფორმაციით, იმისთვის რომ გარიგება შედგეს მადრიდელებმა მეკარის ხელფასის გარკვეული ნაწილი თავად უნდა გადაიხადონ. თუმცა, გაზეთ „ას“-ის ცნობით, „რეალი“ კასილას მხოლოდ იმ შემთხვევაში გაყიდის, თუ მსურველი კლუბი მეკარის ხელფასს სრულად თავად გადაიხდის.
34 წლის ფეხბურთელს „რეალთან“ 2 წლიანი კონტრაქტი აკავშირებს. თუმცა, მადრიდული გუნდის ხელმძღვანელობას კასილასის გუნდიდან გაშვება და „მანჩესტერიდან“ დავიდ დე ხეას შეძენა სურს