მარკ გაზოლმა „მემფის გრიზლისთან“ ახალი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა. ხუთი წლის განმავლობაში ესპანელი ცენტრი ხელფასის სახით 110 მილიონ დოლარს მიიღებს.
ინფორმაციას ამის შესახებ ESPN-ი ავრცელებს. ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის წესებით თანახმად, ხელშეკრულების გაფორმება მხოლოდ 9 ივლისის შემდეგ იქნება შესაძლებელი.
გასული სეზონის განმავლობაში გაზოლმა „გრიზლისის“ შემადგენლობაშ 92 მატჩი ჩაატარა.