მოლაპარაკებები რობინ ვან პერსის „მანჩესტერიდან“ „ფენერბახჩეში“ გადასვლის შესახებ დასასრულს უახლოვდება.
ინფორმაციას ამის შესახებ ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო ავრცელებს. წყაროს თანახმად, თურქული კლუბი საბოლოო გადაწყვეტილებას ოთხშაბათს მიიღებს.
„ფენერბახჩესთან“ პირადი 4 წლიანი კონტრაქტის დეტალები ვან პერსის უკვე შეთანხმებული აქვს.