„ბარსელონა“„ატლეტიკოსთან“ შეთანხმების მიღწევის შესახებ ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს. მადრიდული გუნდი არდა თურანის სანაცვლოდ 34 მილიონ ევროს მიიღებს.
თურქი ფეხბურთელის და მთლიანად კატალონიური გუნდის წარმატებული თამაშის შემთხვევაში, „ატლეტიკომ“ სხვადასხვა ბონუსის სახით შესაძლოა კიდევ 7 მილიონი ევრო მიიღოს.
ახალ კონტრაქტს თურანი სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ გააფორმებს.