ჯინობილი სურსში რჩება მანუ ჯინობილი მომავალ სეზონში „სან ანტონიო სპურსში“ ითამაშებს. ამის შესახებ გულშემატკივრებს თავად ფეხბურთელმა ტვიტერის საშუალებით ამცნო.
„ბედნიერი ვარ რომ მომავალ სეზონშიც სან ანტონიოში ვიქნები, რადგან გუნდი რომ დამეტოვებინა აქაურობა ძალიან მომენატრებოდა“, - წერს 37 წლის კალათბურთელი.
„სპურსმა“ შეძლო და კიდევ ერთ კალათბურთელთან მიაღწია შეთანხმებას. მომავალი წლიდან სან ანტონიოში დევიდ უესტიც ითამაშებს, რომელმაც უარი განაცხადა „ინდიანა პეისერსთან“ კონტრაქტის გახანგრძლივებაზე.