„დალასში“ გადასვლის ერთ-ერთი უმთავრესი კანდიდატი ჯეისონ ტერია.
დე ანდრე ჯორდანთან მაქსიმალურად ძვირადღირებული შეთანხმების მიღწევის შემდეგ, გუნდი შემადგენლობის გაძლიერებას იაფი ონტრაქტებით გეგმავს. ამ მხრივ ტერი იდეალური კანდიდატია.
ის უკვე თამაშობდა „დალასში“ და 2011 წლის საჩემპიონო გუნდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წევრი იყო. გარდა ამისა, ტერი წლების განმავლობაში თამაშობდა გუნდის სუპერ ვარსკვლავთან დირკ ნოვიცკისთან ერთად. სწორედ ამიტომ, „დალასის“ ხელმძღვანელობა კალათბურთელთან მოლაპარაკებების დაწყებას უახლოეს მომავალში გეგმავს.