17 ნოემბერი 2024,   14:53
ვრცლად
სუპერთასის ბილეთების გაყიდვის თარიღი ცნობილია

უეფას სუპერთასის ბილეთების გაყიდვა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე კვირას, 12 ივლისს, დილის 09:00 საათზე დაიწყება.
ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სალაროებთან უსაფრთხოებას პოლიცია დაიცავს. გულშემატკივრებისთვის ადგილზე უფასო იქნება წყალი, დამონტაჟდება ბიოტუალეტები.

გულშემატკივრები ვაკის პარკში შეგროვდებიან, საიდანაც სპეციალური ბილიკით სალაროებთან 50 კაციან ჯგუფებს გაუშვებენ. 11 აგვისტოს მატჩზე დასასწრებად ერთ ადამიანს 4 ბილეთის შეძენა შეეძლება.

უეფას სუპერთასის მატჩი "ბარსელონასა" და "სევილიას" შორის 11 აგვისტოს, "დინამო არენაზე" გაიმართება. 

დღის ამბები