საფეხბურთო კლუბი “ცხინვალი” 9 ივლისს 20 საათზე ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში რუმინულ “ბოტოშანს” მიიღებს.
პირველი შეხვედრა რუმინეთში ფრედ 1-1 დასრულდა.
ცხინვალმა დღეს თბილისის ზღვაზე მდებარე “ზესტაფონის” სპორტკომპლექსში ივარჯიშა.
მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სალაროებში 8 ივლისს დილის 10:00 საათიდან დაიწყება, ბილეთების ფასი 3 ლარია. შესული თანხა მთლიანად გადაერიცხება 13 ივნისის სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს.
შეხვედრა ხვალ 20:00 საათზე მიხეილ მეხხის სახელობის სტადიონზე დაიწყება.