ინგლისის ღია პირველობაზე ნახევერფინალური წყვილები გახდა ცნობილი. მარია შარაპოვა სერენა უილიამსს, აგნეჟკა რადვანსკა კი გაბრიელ მუგურუზას შეხვდება.
მეოთხედფინალში შარაპოვამ ვანდევეგე დაამარცხა – 6:3, 6:7, 6:2. სერენა უილიამსმა ვიქტორია აზარენკას 3:6, 6:2, 6:3 მოუგო.
სამი სეტი დასჭირდა ნახევარფინალში გასასვლელად აგნეჟკა რადვანსკას, რომელმაც მედისონ კიის 7:6, 3:6, 6:3 მოუგო.
ორ სეტში შეხვედრის დასრულება მხოლოდ მუგურუზამ შეძლო. ტიმე ბაჩინსკი მასთან 5:7, 3:6 დამარცხდა.