იკერ კასილასმა „პორტუში“ გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო.
ესპანური გაზეთის „მარკას“ ინფორმაციით, პორტუგალიური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ხულიენ ლოპეტეგიმ მეკარეს ორჯერ დაურეკა და კლუბის პროექტების შესახებ მოუყვა.სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ კასილასი ტრანსფერს დათანხმდა.
ჯერჯერობით უცნობია თანხა, რომელსაც „პორტუ“ „რეალს“ გადაუხდის. შესათანხმებელია ფეხბურთელის პირადი კონტრაქტის დეტალებიც.