ფრენკ ლამპარდი ბედნიერია რომ „ნიუ იორკ სიტი“–ში ანდრეა პირლოს და დავიდ ვილიას გვერდით მოუწევს თამაში.
ინგლისელი ფეხბურთელის თქმით, ის მოუთმენლად ელის მათთან ერთად პირველ თამაშს.
„დავიდი და ანდრეა უმაღლესი დონის პროფესიონალები არიან. მიხარი, რომ მათი თანაგუნდელი ვარ. გუნდის ყველა მატჩი მაქვს ნანახი. ვიცნობ ყველა ფეხბურთელს და მათი თამაშის სტილს“, – განაცხადა ლამპარდმა.