ბარსელონას არგენტინელმა ვარსკვლავმა ლიონელ მესიმ საკუთარი ქვეყნის ნაკრებში თამაშზე შესაძლოა უარი თქვას. ინფორმაციას ფრანგული გამოცემა www.francefootball.fr ავრცელებს.
მესი საკუთარ გადაწყვეტილებას 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალსა და 2015 წელს კოპა ამერიკის ფინალში განცდილი მარცხით ხსნის. ფეხბურთელის განცხადებით, ის და მისი ოჯახის წევრები ამ მატჩების დასრულების შემდეგ სხვადასხვა სახის თავდასხმების ობიექტები გახდნენ.
მესი არგენტინის ნაკრების შემადგენლობაში 2005 წლიდან თამაშობს და 103 შეხვედრაში 46 ბურთი გაიტანა