საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი, გიორგი დევდარიანი, თურქულ "ტრაბზონსფორში" შოთა არველაძის თანაშემწედ დაინიშნა.
თავად არველაძე თურქული კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტზე რამდენიმე დღის წინ წარადგინეს.
დევდარიანი საქართველოს უმაღლეს ლიგაში დაბრუნებული „ლოკომოტივის“ მთავარი მწვრთნელის კანდიდატად განიხილებოდა.