ანდრეა პირლომ „იუვენტუსის“ გულშემეტკივრებს და კლუბის პერსონალს ტვიტერის საშუალებით მიმართა.
"ძალიან მიჭირს ემოციების კონტროლი მაშინ, როდესაც იმ საოცარ 4 წელიწადს ვიხსენებ, რომელიც "იუვენტუსში" გავატარე. ეს იყო ბედნიერების წლები, რომელთა გახსენება ყოველთვის უდიდეს სიხარულს მომგვრის. მადლობა ყველას, ვინც ამ პერიოდში გვერდში მედგა და მგულშემატკივრობდა.
მადლობა პრეზიდენტს, მწვრთნელებს, კლუბის პერსონალის თითოეულ წარმომადგენელს, თანაგუნდელებს და რა თქმა უნდა, გულშემატკივრებს.
"იუვენტუსის" დატოვება უმძიმესი ნაბიჯი იყო, მაგრამ დადგა დრო, რომ ახალი გამოწვევა მივიღო. "იუვენტუსი" ჩემს გულში დარჩება, ამ ფერებს არასდროს დავივიწყებ"
36 წლის პირლომ, რამდენიმე დღის წინ კონტრაქტი "ნიუ იორკ სიტისთან" გააფორმა.