17 ნოემბერი 2024,   14:43
ვრცლად
დავიდ ლი გოლდენ სტეიტს ტოვებს

დევიდ ლი მომავალი სეზონიდან „ბოსტონ სელტიკსში“ ითამაშებს.

ინფორმაციას „უორიორსის“ 32 წლის კალათბურთელის ტრანსფერის შესახებ „ესოშიეიტედ პრესი“ ავრცელებს. ლის ნაცვლად „გოლდენ სტეიტში“ ბოსტონიდან ჯერალდ უოლესი გადავა. ოფიციალურად ტრანსფერის შესახებ ხუთშაბათს გახდება ცნობილი.

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის წესების თანახმად 9 ივლისამდე გარიგების ოფიციალურად გამოცხადება აკრძალულია.

დევიდ ლი „უორიორსში“ 2010 წელს მივიდა, როდესაც გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციის აუტსაიდერი იყო, 2015 წელს კი მან კლუბთან ერთად ჩემპიონის ტიტული მოიგო. 

დღის ამბები