„პორტუს“ ფორვარდი ჯექსონ მარტინესი მომავალი სეზონიდან მადრიდის „ატლეტიკოს“ შემადგენლობაში ითამაშებს.
ინფორმაციას ამის შესახებ, პორტუგალიური კლუბი ავრცელებს. ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ „ატლეტიკომ“ ფეხბურთელის სანაცვლოდ 35 მილიონი ევრო გადაიხადა.