შვედეთის 21 წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიელი თანატოლები დაამარცხა.
დაძაბული თამაშის ძირითადი და დამატებითი დრო უგოლოდ დასრულდა. პენალტების სერიაში კი შვედებს გამარჯვება მეკარე კარლგენმა მოუტანა, რომელმაც უილიამ კარვალიოს დარტყმული გადამწყვეტი პენალტი მოიგერია.
შვედეთის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონის ტიტული ახალგაზრდებს შორის პირველად მოიპოვა.