სტეფენ კარიმ გადაუსწრო ლებრონ ჯეიმსს გაყიდული მაისურების რაოდენობით.
„გოლდენ სტეიტ უორიორსის“ კალათბურთელი და ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ყველაზე სასარგებლო მოთამაშე, რეიტინგის სათავეში პირველად მოიქცა. მისი თანაგუნდელი კლეი ტომპსონი მეხუთე ადგილზეა. რაც შეეხება ლებრონ ჯეიმსს, ის მეორეა. ამ მაჩვენებლით მესამე ადგილზე „ჩიკაგოს“ მცველი დერიკ როუზი, მეოთხეზე კი ჯეიმსის თანაგუნდელი კაირი ირვინგი.