17 ნოემბერი 2024,   14:35
ვრცლად
უიმბლდონის მეორე დღე

 როჯერ ფედერერმა და რაფაელ ნადალმა წარმატებით გადალახეს პირველი ეტაპი.

შვეიცარიელმა ბოსნიელ ჟუმჰურს ადვილად 6:1, 6:3, 6:3 მოუგო.

„მატჩით კმაყოფილი ვარ. აგრესიულად ვითამაშე. პირველი სეტის შემდეგ, მეტოქემ ტაქტიკა შეცვალა და მეტი წინააღმდეგობა გამიწია. მიხარია რომ მოვიგე“, – განაცხადა შეხვედრის შემდეგ „უიმბლდონის“ შვიდგზის გამარჯვებულმა.

სამ სეტში მოიგო რაფაელ ნადალმაც. ესპანელმა ტომას ბელუჩი 6:4, 6:2, 6:4 დაამარცხა. კაცთა თანრიგისგან განსხვავებით, მოულოდნელი შედეგები დაფიქსირდა ქალთა ტურნირში.

2014 წლის ტურნირის ფინალისტმა ეუჟინ ბუშარმა ჩინელ დუან ინგ ინგთან წააგო 6:7, 4:6. ტურნირს გამოეთიშა მესამე ნომრად განთესილი სიმონა ჰალეპი. რუმინელმა ჩოგბურთელმა სლოვაკ იანა ცეპელოვასთან 7:5, 4:6, 3:6 წააგო.

დღის ამბები