„ლა გაძეტა დელო სპორტ“ - ის ინფორმაციით, ტურინის „იუვენტუსს“ ტიაგო სილვას შეძენა სურს.
სტატიაში ნათქვაია, რომ მისი ტრანსფერი იტალიური კლუბისთვის პრიორიტეტულია. ასევე აღნიშნულია, რომ ბრაზილიელი მცველი შესაძლოა გახდეს გარეგების ნაწილი, რომლის მიხედვითაც ტურინიდან პარიზში ფრანგი ნახევარმცველი პოლ პოგბა უნდა გადავიდეს.
თუ „იუვენტუსმა“ ვერ განახორციელა სილვას ტრანსფერი, ტურინელები შეეცდებიან ეზეკილ გარაის, მეჰდი ბენათიას, დიეგო გოდინის ან აიმენ აბდენურის შეძენას.