ლევერკუზენის „ბაიერის“ ნახევარმცველმა კარიმ ბელარაბიმ შესაძლოა კარიერა მანჩესტერში გააგრძელოს.
გაზეთ „ჰამბურგერ მორგენპოსტის“ ინფორმაციით, გერმანიის ნაკრების ფეხბურთელის შეძენა „სიტის“ სურს.
ინგლისურმა კლუბმა უკვე მიმართა „ბაიერს“ და ბელარაბის სანაცვლოდ 35 მილიონი ევრო შესთავაზა. ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში, თავად ფეხბურთელს „სიტი“ წლიური ანაზღაურების სახით 7 მილიონი ევროს გადაუხდის.