დუგლას კოშტამ დღეს მიუნჰენის „ბაიერნთან“ 2020 წლამდე გააფორმა კონტრაქტი.
“ტრანსფერით გახარებულები ვართ. ის რომ კოშტას ხუთწლიანი ხელსეკრულება დავუდეთ მიანიშნებს იმაზე, რომ მასთან „ბაიერნის“ მომავალს ვაკავშირებთ”, - განაცხადა მიუნჰენური კლუბის პრეზიდენტმა იან-კრისტიან დრეეზენმა.
24 წლის ბრაზილიელის დონეცკის „შახტარიდან“ ყიდვა, „ბაიერნს“ 30 მილიონი ევრო დაუჯდა.
კოშტა ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობაში „კოპა ამერიკაზე“ თამაშობდა. ამიტომ გუნდთან ერთად ვარჯიშს 11 ივლისიდან დაიწყებს.