ლუკას პოდოლსკი სტამბოლის „გალათასარაისთან“ მრავალწლიან კონტრაქტს გააფორმებს.
ინფორმაციას ადასტურებს მსოფლიო ჩემპიონის აგენტი.
„არსენ ვენგერთან ძალიან კარგი მოლაპარაკებები გვქონდა. მას ლუკასის გუნდში დატოვება სურდა, მაგრამ ძირითად შემადგენლობაში ადგილის გარანტიას ვერ აძლევდა. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ სხვა გუნდში გადასვლა“, - განაცხადა ნასიმ თურიმ.
პოდოლსკის სანაცვლოდ „გალათასარაი“ 4 მილიონ ევროს გადაიხდის, თავად ფეხბურთელს კი 2018 წლამდე გაუფორმებს ხელშეკრულებას.