ლონდონის „ჩელსიმ“ „მონაკოსთან“ რადამელ ფალკაოს ერთწლიანი იჯარის შესახებ შეთანხმებას მიაღწია.
ინფორმაციას ამის შესახებ ინგლისური კლუბი ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს. ფალკაოს ლონდონში გადასვლა დაადასტურა „მონაკომაც“.
„მიხარია, რომ „ჩელსის“ შევუერთდი. მოუთმენლად ველი გუნდთან ერთად ვარჯიშის დაწყებას. ჩემი მიზანი პრემიერლიგის მოგება და ჩემპიონთა ლიგაში წარმატებული თამაშია“, - განაცხადა ფალკაომ.