„ბილდის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „ინტერი“ ივან პერიშიჩის შეძენით არის დაინტერესებული.
გერმანული გაზეთის მტკიცებით, მილანელებმა „ვოლფსბურგს“ უკვე შესთავაზეს სატრანსფერო ღირებულების სახით 15 მილიონი ევრო.
„სქაი იტალია“ კი იუწყება, რომ „ინტერს“ 1.5 მილიონის სანაცვლოდ თავდაპირველად ფეხბურთელის იჯარით აყვანა სურთ, ერთი წლის შემდეგ კი დარჩენილ 13.5 მილიონს გადაიხდის და ხორვატს გრძელვადიან კონტრაქტს გაუფორმებს.
ივან პერიშიჩს „ვოლფსბურგთან“ მოქმედი ხელშეკრულება 2017 წლამდე აკავშირებს.