მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში შეერთებული შტატების ქალთა ნაკრებმა იაპონიის ეროვნული გუნდი ანგარიშით 5:2 დაამარცხა.
მატჩის ბედი პირველი ტაიმის დასაწყისშივე გადაწყდა. მე–16 წუთისთვის ამერიკელები ოთხბურთიანი სხვაობით ამარცხებდნენ მეტოქეს. გამორჩეული იყო კარლი ლოიდი, რომელმაც იაპონიას სამი გოლი გაუტანა. მართალია 52–ე წუთისთვის აზიელებმა ორი გოლის გატანა მოახერხეს, მაგრამ მალევე გაუშვეს მეხუთე ბურთი.
შეერთებულმა შტატებმა მესამედ მოიგო ქალთა მსოფლიო ჩემპიონატი, რაც სარეკორდო მაჩვენებელია.
ტურნირის საუკეთესო ბომბარდირები ამერიკელი კარლი ლოიდი და გერმანელი სელია შაშიჩი გახდნენ. თითოეულმა 6 გოლის გატანა შეძლო.