17 ნოემბერი 2024,   14:40
ვრცლად
სტერლინგს როჯერსის გამო წასვლა უნდა

რაჰიმ სტერლინგს არ სურს „ლივერპულში“ ბრენდან როჯერსის მთავარი მწვრთნელობის პირობებში თამაში.

Sky Sports-ის ინფორმაციით, ვარჯიშის შემდეგ სტერლინგმა და როჯერსმა 25 წუთიანი შეხვედრა გამართეს. მისი მსვლელობისას მწვრთნელმა აუხსნა სტერლინგს, რომ მისი გუნდში დატოვება სურს და ამისთვის ფულად სახსრებს არ დაიშურებს. თუმცა, სტერლინგმა განაცხადა, რომ მისთვის ფული გადამწყვეტი არაა და უბრალოდ როჯერსის გამო არ სურს გუნდში დარჩენა. დღეს სტერლინგმა ვარჯიშიც გამოტოვა.

თავად ფეხბურთელმა ეს ავადმყოფობით ახსნა. კლუბის ხელმძღვანელობა მომხდარის კომენტირებისგან თავს იკავებს. 

დღის ამბები