17 ნოემბერი 2024,   14:29
ვრცლად
დარმიანი მანჩესტერში გადადის

Sky Sports-ის ინფორმაციით „მანჩესტერ იუნაიტედმა“ მატეო დარმიანთან 4 წლიანი  კონტრაქტის დეტალები შეათანხმა.

„ტორინო“ ფეხბურთელის სანაცვლოდ 12.7 მილიონ ფუნტს მიიღებს. თუმცა, დარმიანის კლუბში წარმატებული თამაშის შემთხვევაში, თანხა შესაძლოა 14.4 მილიონამდე გაიზარდოს. ოფიციალურად გარიგება მას შემდეგ გაფორმდება, როდესაც „მანჩესტერი“ გარიგებას „მილანს“ შეუთანხმებს.

მატეო დარმიანი სწორედ „როსონერის“ აღზრდილია და კლუბს მასზე გარკვეული უფლებები გააჩნია. 

დღის ამბები