დიდიე დროგბამ შესაძლოა კარიერა "პორტუში" გააგრძელოს.
პორტუგალიური პრესის ცნობით, პორტუგალიური კლუბი დროგბას ჯექსონ მარტინესის შემცვლელად მიიჩნევს, რომელიც ამ ზაფხულს მადრიდის "ატლეტიკოში" გადავიდა.
შეგახსენებთ, რომ 37 წლის კოტდივუარელი ფეხბურთელი ლონდონის "ჩელსიდან" წასვლის შემდეგ თავისუფალი აგენტია.