მადრიდის "რეალის" კაპიტანმა, იკერ კასილასმა პრესკონფერენცია გამართა და კლუბს გამოემშვიდობა.
"ჩემი მოსმენის შემდეგ ალბათ თითოეული თქვენგანი ცრემლად დაიღვრებით, ამ განცხადების წაკითხვას 30 წამზე დიდი დრო არ დასჭირდება, მაგრამ მე ერთი საათი მაინც მინდა"
"მადლობა თითოეულ თქვენგანს , რომლებიც ასეთ დროს ჩემს გვერდით ხართ. ამ დიდებულ სტადიონზე მოვედი იმისთვის, რომ თითოეულ თქვენგანს და განსაკუთრებით მადრიდის "რეალს" დავემშვიდობო.
"დადგა დრო, დავშორდე მადრიდს მას შემდეგ, რაც 25 წელი ვიცავდი თეთრი ფერს და მსოფლიოში საუკეთესო კლუბის ღირსებას."
"იმედი მაქვს, ხალხი დამიმხასოვრებს,როგორც კარგ ადამიანს ჩემი შეცდომებითა და წარმატებებით. მადლობა, მადლობა, ათასი მადლობა ამ ყველაფრისთვის.
არასდროს არ დამავიწყდება აქ გატარებული დრო და სადაც არ უნდა წავიდე, მუდამ იცოდეთ, რომ მე Hala Madrid-ის ყვირილს გავაგრძელებ ბოლო ხმაზე!"
"არ გემშვიდობებით, ვინაიდან მუდამ თქვენთან ვიქნები"
შეგახსენებთ, რომ იკერ კასილასი მომავალი სეზონიდან "პორტუს" ღირსებას დაიცავს.