უეფას სუპერთასის მატჩზე დასასწრები ბოლო ბილეთი გამთენიისას 6-ის 15 წუთზე გაიყიდა. მიხეილ მესხის სტადიონის სალაროებში გულშემატკივრები ბილეთებს უწყვეტ რეჟიმში, მთელი ღამის განმავლოაბში ყიდულობდნენ.
პროცესმა სერიოზული ექსცესების გარეშე ჩაიარა, თუმცა მრავლად იყვნენ უკმაყოფილო გუმშემატკივარებიც. მათ პრეტენზიები სამათალდამცველების მისამართით ჰქონდათ, მათი განმატებით ხშირი იყო ფაქტები, როდესაც რიგი ირღვეოდა და მოქალაქეების ნაწილი ურიგოდ ახერხებდა სალაროებთან მისვლას.
სულ 22-ი ათას 89 ბილეთის რეალიზაცია მოხდა.