სპორტსმენი გიორგი დოინჯაშვილი, დღეს გამთენიისას ესპანეთიდან სამშობლოში გამარჯვებული დაბრუნდა.
ქართველი ,,ესპანეთის გრანპრი უძლიერეს მამაკაცებს შორის"-ს ჩემპიონი გახდა. დოინჯაშვილმა გამარჯვება აბსოლუტურ წონით კატეგორიაში მოიპოვა.
ყოველწლიურ საერთაშორისო ტურნირში, მსოფლიოს 15 ქვეყნის წარმომადგენლები სხვადასხვა წონით კატეგორიაში ასპარეზობენ.