Sky sport-ის ინფორმაციით „საუთჰემპტომის“ ნახევარმცველი, მორგან შნეიდერლინი, „მანჩესტერ უნაიტედის“ ფეხბურთელია.
შნაიდერლინი უახლოეს მომავალში „ოლდ ტრაფორდზე“ სამედიცინო შემოწმებას გაივლის.
„საუთჰემპტონიდან“ მისი ტრანსფერი „მანჩესტერს“ 25 მილიონი ფუნტი დაუჯდება.
ნახევარმცველი „საუთჰემპტონში“ 7 წელი თამაშობდა.
შაბათს გახდა ცნობილი, რომ „მანჩესტერმა“ მიუნჰენის „ბაიერნის“ ნახევარმცველი ბასტიან შვაინშტაიგერი შეიძინა.
„იუნაიტედის“ სამომავლო გეგმებში შემტევი ტიპის ფეხბურთელის დამატებაცაა.