17 ნოემბერი 2024,   15:02
ვრცლად
ფედერერი ჯოკოვიჩს აქებს

„უიმბლდონის“ ფინალში დამარცხების შემდეგ, როჯერ ფედერერმა ნოვაკ ჯოკოვიჩის მისამართით კომპლიმენტები არ დაიშურა.

„ნოვაკი მხოლოდ დღეს კი არ თამაშობდა კარგად, არამე მთელი სეზონის განმავლობაში. მან დაიმსახურა ეს გამარჯვება. ცუდად არც მე მითამაშია, მაგრამ მატჩის ბოლოს ის კლდესავით იყო“, – განაცხადა ტურნირის რვა გზის გამარჯვებულმა.

პრესკონფერენციაზე მეტოქეზე ნოვაკ ჯოკოვიჩმაც ისაუბრა.

„როჯერის წინააღმდეგ თამაში პრივილეგიაა, რადგან ის დიდი ჩემპიონია“, – აღნიშნა სერბმა ჩოგბურთელმა.

„უიმბლდონის“ ფინალში ჯოკოვიჩმა ფედერეს 4 სეტში მოუგო – 7:6, 6:7, 6:4, 6:3. ჯოკოვიჩმა „დიდი მუზარადის“ ტურნირებში რიგით მე–200 მატჩი მოიგო. ამის გაკეთება მის გარდა მხოლოდ 6–მა ჩოგბურთელმა მოახერხა.

 

დღის ამბები