იტალიური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „ლივერპულმა“ და „ფიორენტინამ“ შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ.
იტალიურმა კლუბმა იჯარის წესით შესაძლოა მარიო ბალოტელი დაიმატოს, სანაცვლოდ კი მარიო გომესი „ენფილდ როუდზე“ გაანათხოვროს.
ბალოტელით უკმაყოფილოა „ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელი ბრენდან როჯერსი. იტალიაში დაბრუნება თავად თავდასხმელსაც სურს.
რაც შეეხება გომესს, „ფიორენტინას“ მთავარი მწვრთნელი პაულო სოუზა თავდასხმელის გუნდიდან გაშვების წინააღმდეგია.