რუსული ველოკლუბ "კატიუშას" წევრმა ლუკა პაოლინიმ დოპინგ-ტესტი ვერ გაიარა.
38 წლის იტალიელს მიმდინარე ტურ დე ფრანსს-ის ტურნირიდან სასამართლოს გადაწყვეტილებამდე დისკვალიფიკაცია მისცეს.
თავად ველომრბოლი უარყოფს ნარკოტიკის მიღებას.
ჯერჯერობით უცნობია რუსული კლუბის რეაქცია, აღნისნულ ფაქტთან დაკავშირებით. "კატიუშას" ხელმძღვანელები "B" სინჯის შედეგების შემდეგ გააკეთებენ ოფიციალურ კომენტარს.