17 ნოემბერი 2024,   14:29
ვრცლად
ჰაინკესი: ბაიერნს შვაინშტაიგერის მსგავსი აღარავინ ეყოლება

 ბასტიან შვაინშტაიგერის „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლას გამოეხმაურა მისი ყოფილი მწვრთნელი.

იუპ ჰაინკესს მიაჩნია, რომ „ბაიერნს“ მისი მსგავსი ფეხბურთელი აღარასდროს ეყოლება.

„ბასტიანი გუნდის ნამდვილი გული და სული იყო. ის არ ფიქრობდა საკუთარ თავზე. ის ყველაფერს აკეთებდა გუნდისთვის და არა საკუთარი თავისთვის“, - განაცხადა „ბაიერნის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, რომელმაც გუნდთან ერთად 2013 წელს ისტორიული ტრიპლეტი მოიგო.

იუპ ჰაინკესისვე თქმით, გერმანიაში შვაინშტაიგერი ისეთი დიდი ფეხბურთელების გვერდით უნდა მოიხსენიონ, როგორებიც ფრანც ბეკენბაუერი და გერდ მიულერი არიან.

დღის ამბები