17 ნოემბერი 2024,   14:54
ვრცლად
გულშემატკივრების პროტესტი „ბერნაბეუსთან“

 მადრიდის „რეალის“ სტადიონთან ასობით გულშემატკივარია შეკრებილი და ისინი პროტესტს გამოთქვამენ იკერ კასილასის ტრანსფერის გამო.

 „ფლორენტინო გადადექი“ - სწორედ ასეთი შეძახილები ისმის „ბერნაბეუს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, გულშემატკივრები იკერ კასილასის სახელს სკანდირებენ.

 ამ წუთებში, „რეალის“ პრეზიდენტი , ფლორენტინო პერესი და იკერ კასილასი, ფეხბურთელის გამოსამშვიდობებელ ერთობლივ პრესკონფერენციას მართავენ.

შეგახსენებთ, რომ ესპანელი მეკარე, მომავალი სეზონიდან „პორტუს“ ღირსებას დაიცავს.

დღის ამბები