17 ნოემბერი 2024,   14:38
ვრცლად
"სევილიამ" იმობილე წარადგინა

 ჩირო იმობილე მომავალ სეზონს იჯარის წესით ესპანეთში გაატარებს. ახალწვეული „სევილიამ“ გულშემატკივრებს და მედიას დღეს წარუდგინა.

 იმობილე დორტმუნდის „ბორუსიაში“ „ტორინოდან“ გასულ წელს გადავიდა. მისმა სატრანსფერო ღირებულებამ მაშინ 19 მილიონი ევრო შეადგინა.

თუმცა, ფეხბურთელმა ბუნდესლიგაში ადგილის დამკვიდრება ვერ მოახერხა.  24 მატჩში მან მხოლოდ სამი გოლის გატანა მოახერხა.

„ბორუსიასთან“ იმობილეს მოქმედი ხელშეკრულება 2019 წლამდე აკავშირებს. 

დღის ამბები