ფეხბურთის ფედერაციასთან ამ წუთებში რამდენიმე ათეული გულშემატკივარია შეკრებილი. ისინი კვლავ სუპერ თასის ბილეთებთან დაკავშირებული ვითრების გარკვევას მოითხოვენ. ფეხბურთის ფანები ამტკიცებენ, რომ ფედერაციამ 6 ათასი ბილეთი გადამალა.
შეკრების ადგილზე ცოტა ხნის წინ მცირე ინციდენტიც მოხდა. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს ფეხბურთის ფედერაციის შენობასთან მიახლოების საშუალება არ მისცეს.
"110 ჯგუფი იყო თითოში 50 ადამიანი, თითოს ოთხი ბილეთი, რომ ეყიდა ყველას გვხვდებოდა მაგრამ ასე არ მოხდა. სად წაიღეს 6 ათასი ბილეთი? მოვითხოვ დაგვიბრუნონ ეს ბილეთები,"- აცხადებს აქციის მონაწილე.