იკერ კასილასის მიერ "რეალის" დატოვებას, სოციალური ქსელის საშუალებით ჯანლუიჯი ბუფონი გამოეხმაურა.
“შენ ყოველთვის “მადრიდის რეალის” მაისურის ხატი იყავი, მაგრამ უფრო მეტად მეკარეთა წრის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენელი ბოლო წლების განმავლობაში. წარმატებებს გისურვებ, იკერ, თუმცა უჩვეულო იქნება შენი სხვა მაისურში ხილვა. ჰალა იკერ!”-წერს იტალიელი მეკარე.